პოლიტიკა

შარლ მიშელი რუსეთში მიმინარე არჩევნებს ეხმაურება – მსურს, მივულოცო ვლადიმერ პუტინს არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვება

მსურს, მივულოცო ვლადიმერ პუტინს არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვება, – ასე გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი რუსეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს.

„მსურს, მივულოცო ვლადიმერ პუტინს არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვება. არანაირი ოპოზიცია, არანაირი თავისუფლება, არანაირი არჩევანი“, – წერს მიშელი სოციალურ ქსელ X-ში.

ცნობისთვის, რუსეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო, ხმის მიცემის პროცესი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ასევე ნახეთ

ისრაელის თავდაცვის ძალები – მთელი ისრაელი ცეცხლის ქვეშაა

თელ-ავივსა და რამათ-განზე ირანის სარაკეტო დარტყმების შედეგად 7 ადამიანია მსუბუქად დაშავებული, – ამის შესახებ განცხადებას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია