Breaking News

ალან ალბოროვი – “სამხრეთ ოსეთის” რუსეთთან შეერთების საკითხი მოსკოვთან მჭიდრო კოორდინაციით განიხილება

“სამხრეთ ოსეთის” რუსეთთან შეერთების საკითხი მოსკოვთან მჭიდრო კოორდინაციით განიხილება, – განაცხადა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „პარლამენტის“ თავმჯდომარემ, ალან ალბოროვმა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში.

„ჩვენ განვიხილავთ ყველა ამ საკითხს რუსეთის ფედერაციასთან მჭიდრო კოორდინაციით, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და შეთანხმებების გათვალისწინებით“, – განაცხადა ალბოროვმა, როდესაც ამ თემაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარების შესაძლებლობის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

ალბოროვის მტკიცებით, მოსკოვი და ცხინვალი კოორდინირებულ „საგარეო პოლიტიკას“ ახორციელებენ.

„როცა ჩვენ რუსეთთან ერთად მივალთ ამ აზრამდე [შეერთების შესახებ], ჩვენ ამას გავაკეთებთ“, – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, 2023 წელს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „პრეზიდენტმა“, ალან გაგლოევმა იმედი გამოთქვა, რომ „რესპუბლიკა“ რუსეთს მალე შეუერთდება.

Check Also

შალვა პაპუაშვილი – ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ხალხის სახელით საუბარი უნდა შეწყდეს

ვისაც უნდა, ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, იარონ უბან-უბან, სოფელ-სოფელ და რას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია