პოლიტიკა

EURO 2024-ის ბილეთების გაყიდვა 15 აპრილს დაიწყება

ევროპის ჩემპიონატის ბილეთების შეძენა ქართველ გულშემატკივარს 15 აპრილიდან შეეძლება.

ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით სფფ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:
“უეფას ბილეთების პორტალზე ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაცია 15 აპრილს, 13:00 საათზე, euro2024.com/tickets-ზე დაიწყება. დეტალურ ინფორმაციას და გზამკვლევს ჩვენი გუნდის გულშემატკივარს უახლოეს დღეებში გავუზიარებთ,” – აღნიშნული სფფ-ის განცხადებაში.

ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიაში გაიმართება.

საქართველოს ნაკრები F ჯგუფში პორტუგალიის, თურქეთის და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

ასევე ნახეთ

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ფინალშია

ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრაში ლონდონის „არსენალს“ უმასპინძლა, 2 – …

ჩანთების ონლაინ მაღაზია