პოლიტიკა

აქციის მონაწილეებმა გმირთა მემორიალთან მათ დადეს ფიცი, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ

ახალგაზრდული მოძრაობების, „ჯიუტისა“ და „დაფიონის“ ორგანიზებით მიმდინარე აქციის წევრები გმირთა მოედანზე იმყოფებოდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, გმირთა მემორიალთან მათ დადეს ფიცი, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ. მათი თქმით, არასოდეს დაუშვებენ ისეთი კანონის მიღებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს.

„არასოდეს დავთმობთ მოქალაქის თავისუფლებას, არასოდეს შევურიგდებით ძალას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მტრისთვის, რუსეთისთვის დათმობას ცდილობს. ვიდგებით ერთმანეთის მხარდამხარ, დავიცავთ საქართველოს სახელმწიფობრიობას, ჩვენს მამულსა და ერთიანობას. გაუმარჯოს დამოუკიდებელ, ერთიან საქართველოს!“ – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა ფიცის დადებისას.

აქციის მონაწილეები გმირთა მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან, სადაც, მათი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტს გააგრძელებენ.

აქციის მონაწილეები დღეს თავდაპირველად პარლამენტთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით მსვლელობით იუსტიციის სახლისკენ გაემართნენ. შემდეგ კი გმირთა მოედანზე მივიდნენ, სადაც ფიცი დადეს.

თბილისში, რამდენიმე დღეა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციები იმართება.

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებით, იქნება სისტემა, რომ დონორმა უნდა მიიღოს თანხმობა და არა „ენჯეომ“. ეს იქნება თანხმობა არა გრანტის მიღებაზე, არამედ გრანტის გაცემაზე

„გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებით, იქნება სისტემა, რომ დონორმა უნდა მიიღოს თანხმობა და არა „ენჯეომ“. ეს …

ჩანთების ონლაინ მაღაზია