პოლიტიკა

აქციის მონაწილეების თქმით, 15-მდე პირი რამდენიმე დემონსტრანტს ფიზიკურად გაუსწორდა

აქციის მონაწილეების განცხადებით, გმირთა მოედანზე გაურკვეველი პირები რამდენიმე დემონსტრანტს თავს დაესხნენ.

როგორც ერთ-ერთი აქციის მონაწილე აცხადებს, 15-მდე სპორტული აღნაგობის პირს ნიღბები ეკეთათ და მათი იდენტიფიცირება ვერ შეძლეს.

როგორც აქციის მონაწილე აცხადებს, პირები, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ, უყვიროდნენ – „რატომ ხართ აქციაზე“.

„ზონდერები იყვნენ. სამი მანქანა იყო მოსული, რომლებიც სასტიკად გაგვისწორდნენ. ფეხებით შეახტნენ ყველას. უცებ გამოჩნდა 10-15 მოჭიდავე, ყველა იყო სპორტული აღნაგობის. ერთი ბიჭი, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, სასწრაფოს მანქანაშია. კინაღამ მოკლეს“, – განაცხადა ერთ-ერთმა დაშავებულმა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედანზე ამ დროისთვის რჩებიან.

ასევე ნახეთ

მასშტაბური მშენებლობა ქართულ კურორტებზე

ტურისტულ რეგიონებში, როგორიცაა ბაკურიანი, გუდაური და ბახმარო, ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა მასშტაბური მშენებლობები კურორტების იერსახესა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია