პატიმარი ექსპრეზიდენტის ახალი ინიციატივა – ტექნიკური მთავრობის შექმნა და პერმანენტული აქციები.
მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ უნდა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა, რომელიც მისივე განმარტებით, ქართველი ერის ნების გამომხატველ არჩევნებს ევროკავშირის კონტროლის ქვეშ ჩაატარებს.
ოპოზიციის ნაწილი მიხეილ სააკაშვილის პოზიციას იზიარებს და ეთანხმება, რომ ერთდღიანი პროტესტი ქვეყანაში არსებულ პრობლემებს და გამოწვევებს ვერ მოაგვარებს.
სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის მცდელობად შეუფასეს ექსპრეზიდენტს ალტერნატიული მთავრობის შექმნის იდეა მმართველ გუნდში. ”ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ სახელმწიფო არ ჩამოიშლება, რადგან ეს ქვეყანა შემდგარია.