პოლიტიკა

თაკო ჩარკვიანი – იცეკვე, ნიკანორ, იცეკვე, რა!

ნიკანორ მელიას „ცეკვა“ შემხვდა, იცეკვოს, კაცო. აი, მანდ მართლა არაფერს აშავებს, – ამის შესახებ პარტია „კანონისა და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ მელიას ბევრი მავნებლობა აქვს ჩადენილი, „დაშალა და დაანგრია უკვე ყველაფერი და ახლაც აგრძელებს“.

„ღმერთმა შეარგოს. ცეკვავს ადამიანი, რა არის ამაში ცუდი ან ვისი რა საქმეა? ნეტავ, სულ ასე იცეკვოს და ბოღმით, შურით არ საუბრობდეს და რა მავნებლობაც ჩაიდინა, დაშალა და დაანგრია უკვე ყველაფერი და ახლაც აგრძელებს, ნეტავ, ეს არ ჩაედინა, თორემ ცეკვა ვის ადარდებს, კაცო? გუშინ ვუსმინე ტვ ეთერში და… ჰოდა, იცეკვე, ნიკანორ, იცეკვე, რა!“ – წერს თაკო ჩარკვიანი.

ასევე ნახეთ

მაკა ბოჭორიშვილი – უმთავრეს პრიორიტეტად რჩება ქვეყნის გამთლიანება და და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა

ქვეყნის გამთლიანებისა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო დღის წესრიგში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია