პოლიტიკა

ბექა ლილუაშვილი – პარტია „საქართველოსთვის“ არავისთან გაერთიანებას არ აპირებს

მივესალმებით ყველა დემოკრატიული, ევროპული სტილის სტრუქტურის და ამოცანების მქონე პარტიის შექმნას, – ამის შესახებ „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ არავისთან გაერთიანებას არ აპირებს.

„არის გარკვეული რისკები, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ოპოზიციის ნაწილი გაერთიანებებზე საუბრობს, ცენტრის შექმნაზე, საერთო სიებზე;  განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობს და ამ დროს ახალი პარტიის წარმოქმნა გარკვეულწილად რაღაც განცდებს ქმნის. ისე არ მოხდეს, რომ ოპოზიციური ხმები ძალიან დაიქსაქსოს და ამით, ჯამში, დააზიანოს ამოცანა, მაგრამ არა მგონია, ეს მოხდეს. გაერთიანებაზე ჩვენი პოზიცია ცნობილია, ჩვენ ორი წლის წინ პირველებმა დავაფიქსირეთ აზრი. ჩვენ არავისთან არ ვერთიანდებით. არჩევნებზე გავდივართ ჩვენი პარტიული ნომრით, პარტიული პროგრამით და ამოცანებით. ჩვენი წითელი ხაზებიც იცის საზოგადოებამ და, დანარჩენი, ღია ვართ თანამშრომლობისთვის, ვითანამშრომლებთ, ვისაც ამის სურვილი და ინტერესი ექნება“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია