თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს. ის მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორია.
დაკავების შესახებ ინფორმაცია და ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ჟურნალისტის მეუღლემ, სევინჩ სადიგოვამ გაავრცელა. ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დააპდასტურეს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ დაკავებული იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტზე ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე ა. ს. მისი შემდგომი ექსტრადირების მიზნით.
აღნიშნული პირი, 2024 წლიდან მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იძებნებოდა”, – განაცხადეს შსს-ში.