პოლიტიკა

“გორბის”კვლევის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, გამოკითხულთა 59.3% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, „ნაციონალური მოძრაობა“ /„სტრატეგია აღმაშენებელს“ – 13.1%

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

კითხვაზე, საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? – მიღებული პასუხების შედეგად, პარტიების პოლიტიკური რეიტინგები ალოკაციით შემდეგნაირად გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ – 59.3%;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ /„სტრატეგია აღმაშენებელი“ – 13.1%;

კოალიცია „ლელო“/„ანა დოლიძე – ხალხისთვის“/„თავისუფლების მოედანი“ – 5.8%;

კოალიცია „ახალი“/„გირჩი – მეტი თავისუფლება“/„დროა“ – 5.5%;

„საქართველოსთვის“ – 4.8%;

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსისა“ და „ალტ ინფოს“ კოალიცია – 3%;

„ევროპული საქართველო“ – 2.2%;

„ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“ – 2.1%;

სხვა – 4.2%.

„იმედის“ ინფორმაციით, საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნის მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 24 ივლისი – 4 აგვისტოს პერიოდში. გამოიკითხა ჯამში 1700 რესპონდენტი. მონაცემების ცდომილების ზღვარია +/-3%.

ასევე ნახეთ

პარლამენტში 29 ნოემბრიდან უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა

პარლამენტის შენობაში დღეიდან, 29 ნოემბრიდან მის გაუქმებამდე, უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა. წითელი დონის მოქმედების პერიოდში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია