პოლიტიკა

უკრაინის უმაღლესმა რადამ კენჭისყრაზე დმიტრო კულებასა და ირინა ვერეშჩუკის თანამდებობებიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ დმიტრო კულებას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა.

როგორც დეპუტატი იაროსლავ ჟელეზნიაკი იტყობინება, მის გადადგომას 240-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი. ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს კულებას პირველი მოადგილე ანდრეი სიბიგა დაიკავებს.

სიბიგა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე 2021 წლის ივლისში დაინიშნა, 2016-2021 წლებში იყო თურქეთში უკრაინის ელჩი.

5 სექტემბრის სხდომაზე უკრაინის პარლამენტმა ასევე მხარი დაუჭირა დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის თანამდებობიდან გათავისუფლებას. წინა დღით გამართული კენჭისყრისას ვერეშჩუკის გადაყენების ინიციატივამ საკმარისი რაოდენობის ხმა ვერ დააგროვა.

მანამდე, ერთი დღით ადრე უკრაინის რადამ მხარი დაუჭირა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერის, ოლგა სტეფანიშინას, იუსტიციის მინისტრის, დენის მალიუსკას, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, რუსლან სტრელეცისა და მრეწველობის მინისტრის, ალექსანდრ კამიშინის გადადგომას.

ასევე ნახეთ

ჰააგის სასამართლომ ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი გასცა

ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ისრაელის პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრი იოავ გალანტი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია