პოლიტიკა

დროისგან თავისუფალი ზონა დედამიწაზე

სამაროი თვალწარტმტაცი კუნძლია, რომელიც ნორვეგიის სანაპიროსთან მდებარეობს, ის პირველი ადგილია დედამიწაზე, რომელსაც აქვს ამბიცია, რომ გახდეს პირველი „დროისგან თავისუფალი ზონა“.

ინიციატივას საფუძვლად უდევს, ის რომ კუნძულზე დრო თითქმის არ არსებობს, მაგალითად: ზაფხულობით უწყვეტი დღეებია, როდესაც მზე არასოდეს ჩადის.

ადგილობრივები ემხრობიან ჩვეული დროის აღრიცხვის გაუქმებას, რაც მათ საშუალებას მისცემს, რომ მათი დღის განრიგი ჰარმონიულად მოარგონ სინათლესა და სიბნელეს.

მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივა სიმბოლურია და შესაძლოა პრაქტიკული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდეს, ის ეხმიანება გლობალურად მზარდ თემატიკას დროის გავლენის შესახებ თანამედროვე სამყაროში. ამ მაგალითის საფუძველზე ბევრი ადამიანი გადახედავს სამუშაოს ტრადიციულ შაბლონებს, როგორც მოხდა ეს კოვიდ 19 პანდემიის დროს, როდესაც ხაზი გაესვა კავშირს სახლსა და სამსახურს შორის.

სომაროის მოსახლეობა იმედოვნებს, რომ მათი ინიციატივა შთააგონებს სხვებს, რომ განიხილონ დროსთან უფრო მოქნილი მიდგომა ყოველდღურ ცხოვრებაში.

ასევე ნახეთ

გერმანიაში, საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა

გერმანიაში, მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა. ინფორმაციას გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია