პოლიტიკა

თავისუფლების პირველი ქანდაკება პარიზში – 1886

თავისუფლების ქანდაკების ორიგინალი, რომელიც ფრანგი მოქანდაკე ოგიუსტ ბართოლდის მიერაა შექმნილი, საფრანგეთში დარჩება და საჯარო მუზეუმის კოლექციაში შეინახება. ქანდაკება, სრული სახელწოდებით “თავისუფლება ანათებს მსოფლიოს”, 1886 წელს ნიუ-იორკში გაიხსნა და საფრანგეთმა ის შეერთებულ შტატებს აჩუქა.

ბართოლდიმ ქანდაკების მოდელი პარიზთან ახლოს საკუთარ სახელოსნოში შექმნა. მან 49 სანტიმეტრის სიმაღლის პატარა თიხის მოდელი აჩუქა მწერალს ედუარ დე ლაბულიეს, რომელმაც შესთავაზა ქანდაკების იდეა, რომელიც შთაგონებულია ამერიკის სამოქალაქო ომში მონობის წინააღმდეგ მებრძოლი ძალების გამარჯვებით.

ახლახან ლაბულიეს შთამომავლები აუქციონზე მოდელის გაყიდვას ცდილობდნენ , თუმცა ფრანგმა პატრონმა გადაწყვიტა მისი შესყიდვა, და ახლა მოდელი კოლმარის ბართოლდის მუზეუმში შეინახება. მოდელი თავისუფლების ქანდაკებისგან განსხვავდება ზომით და დეტალებით, თავისუფლების ქანდაკებას ცალ ხელში უჭირავს აშშ-ის კონსტიტუცია, ხოლო პირველად ვერსიას – გაწყვეტილი ჯაჭვი.

ასევე ნახეთ

Ashmolean-ის მუზეუმში Radiohead-ისთვის შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა

ოქსფორდის Ashmolean მუზეუმში 2025 წლის 8 აგვისტოდან 2026 წლის 11 იანვრამდე   მოეწყობა როკ-ჯგუფ Radiohead-ის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია