პოლიტიკა

პარლამენტში 29 ნოემბრიდან უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა

პარლამენტის შენობაში დღეიდან, 29 ნოემბრიდან მის გაუქმებამდე, უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა.

წითელი დონის მოქმედების პერიოდში საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა.

უსაფრთხოების დამატებითი ზომები მოქმედებს  “საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე”  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად.

ასევე ნახეთ

პარლამენტი რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდეშეწყვეტის საკითხს განიხილავს

პარლამენტი მიმდინარე კვირის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, რომელიც 1 და 2 ივლისს გაიმართება, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია