პოლიტიკა

მზია ამაღლობელი შიმშილობას წყვეტს

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი შიმშილობას წყვეტს, – ამის შესახებ აღნიშნულია მზია ამაღლობელის წერილში, რომელიც „ბათუმელების“ რედაქტორმა, ეთერ თურაძემ ჟურნალისტებს კლინიკა „ვივამედთან“ გააცნო.

„ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ მომხდარი ტრაგედიის, ორი არასრულწლოვანი ბავშვის თხრილში ჩავარდნისა და დაღუპვის ფონზე ჩემს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე საზოგადოების წუხილის მოსმენა ჩემთვის წარმოუდგენლად მძიმეა. ამ დღეებში ექიმების დახმარებით შევეცდები, როგორმე შევძლო კვების აღდგენა. სინდისის პატიმრებს – თემურ ქათამაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს მადლობა სოლიდარობისთვის. მათაც ვთხოვ, შეწყვიტონ შიმშილობა. განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩემი თანამოაზრეების, კოლეგების, მეგობრებისა და ოჯახის მიმართ. არ მინდა, ჩემმა შიმშილობამ დაგასუსტოთ. თქვენ ჩემ ნაცვლადაც უნდა იბრძოლოთ“, – აღნიშნულია მზია ამაღლობელის წერილში.

მზია ამაღლობელმა აღნიშნული გადაწყვეტილება შიმშილობიდან 38-ე დღეს მიიღო.

ცნობისთვის, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 იანვარს შეუფარდა. მზია ამაღლობელი ამჟამად კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.

ასევე ნახეთ

სურსათის ეროვნული სააგენტო – დღეს დახლებზე განთავსებული როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული რძე და რძის პროდუქტები სტანდარტებთან შესაბამისია, უვნებელია და რაიმე რისკს არ შეიცავს

მინდა სრული პასუხისმგებლობით გაცნობოთ, დღეს დახლებზე განთავსებული როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული რძე და რძის პროდუქტები …

ჩანთების ონლაინ მაღაზია