„ბათუმელებისა“ და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, მისი სურვილით, კლინიკა „ვივამედიდან“პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ მისმა ადვოკატმა დაუდასტურა.
მანამდე, რამდენიმე საათის წინ საია-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ექიმების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, იგი 26 თებერვალს უნდა გადაეყვანათ პენიტენციურ დაწესებულებაში, თუმცა იმ დროისთვის, ის ჯერ კიდევ რჩებოდა სამედიცინო დაწესებულებაში, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო პერსონალმა იგი გაწერა. “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ინფორმაციით, მზია ამაღლობელი დაწესებულებაში გადაყვანას კატეგორიულად ითხოვდა.
მზია ამაღლობელმა შიმშილობა 18 თებერვალს შეწყვიტა. მზია ამაღლობელმა, რომელიც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ფაქტზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება 38-ე დღეს მიიღო. ის დაკავების მომენტიდან შიმშილობდა.
ფოტო – ნეტგაზეთი