პოლიტიკა

საქართველოს U21 ნაკრები თურქეთში მოსამზადებელ შეკრებას გაივლის

საქართველოს 21 წლამდე ნაკრები, მარტის სანაკრებო პაუზის პერიოდში, მოსამზადებელ შეკრებას თურქეთში გაივლის. რამაზ სვანაძის გუნდი, 17-მარტიდან, 25 მარტის ჩათვლით ანტალიაში მოემზადება, სადაც 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს.

22 მარტს საქართველოს პირველი მეტოქე, ჩვენი გუნდის მსგავსად, ივნისში გასამართი ევროპის ჩემპიონატის მონაწილე – ფინეთი იქნება, მეორე მატჩს კი ჩვენი გუნდი 25 მარტს, სერბეთის 21-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

U21 | შემადგენლობა

მეკარეები:
ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).

მცველები:
საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ირაკლი იაკობიძე (დინამო თბილისი), ლადო ოდიშვილი (თელავი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), ზურაბ რუხაძე (დილა გორი), თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), გიორგი მაისურაძე (პოლისია ჟიტომირი, უკრაინა)

ნახევარმცველები:
ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), გიზო მამაგეიშვილი (იბერია 1999), ოთარ მამაგეიშვილი (ფამალიკაო, პორტუგალია), ლუკა გაგნიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ირაკლი ეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ნოდარ ლომინაძე (დინამო თბილისი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ლევან ოსიყმაშვილი (ჰაპოელ ჰადერა, ისრაელი).

თავდამსხმელები: გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი 1913), ჯადული იობაშვილი (თელავი), დავით გოცირიძე (გაგრა).

შეგახსენებთ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, ივნისში, ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს 11 ივნისს, პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს, 14 ივნისს საფრანგეთს შეხვდება და ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, 17 ივნისს პორტუგალიას დაუპირისპირდება.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ასევე ნახეთ

საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა სერბეთს მოუგო

საქართველოს 21 წლამდე ნაკრები ანტალიაში მიმდინარე შეკრებაზე სერბეთს დაუპირისპირდა და 3-1 გაიმარჯვა. ანგარიში გაბრიელ სიგუამ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია