პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – 26 მაისი წარიმართება ისე, როგორც უნდა წარიმართოს – ფეხი არ დაუცდეთ, ეს არის ძალიან მკაფიო გაფრთხილება, როგორც სალომე ზურაბიშვილის, ისე სხვა „ნაციონალების“ მიმართ

სალომე ზურაბიშვილი ჩაიბარებს აღლუმს ალბათ ალეკო ელისაშვილისგან, ეს იქნება ერთადერთი, რაც მან შეიძლება ჩაიბაროს, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ „26 მაისს ჩაიბარებენ“.

კობახიძე სალომე ზურაბიშვილს და ოპოზიციას აფრთხილებს, რომ „ფეხი არ დაუცდეთ“.

„26 მაისი წარიმართება ისე, როგორც უნდა წარიმართოს, ჩვენ გვაქვს სათანადო ღონისძიებები დაგეგმილი, ზუსტად იგივე ფორმატში, რა ფორმატითაც ეს ღონისძიებები იმართებოდა შარშან, შარშანწინ, წინა წლებში. რა თქმა უნდა, ოპოზიციის არავითარ გეგმას განხორციელება არ უწერია, ფეხი არ დაუცდეთ, ეს არის ძალიან მკაფიო გაფრთხილება, როგორც სალომე ზურაბიშვილის, ისე სხვა „ნაციონალების“ მიმართ“, – განაცხადა კობახიძემ“, – განაცხადა კობახიძემ.

მან ასევე უპასუხა შეკითხვას გიორგი გახარიას მიერ გავრცელებულ ვიდეო რგოლზე, სადაც 20 ივნისი არ არის ნახსენები.

„გახარიაზე დიდი კომენტარების კეთება არ ღირს. თქვენ იცით, რა ჩაიდინა მან თავის დროზე, როდესაც მისი ქმედებების გამო უმძიმესი დაზიანება მიიღეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა. მისი, ასეთი პიარული აქტები, რა თქმა უნდა, არის სამარცხვინო და უკან უბრუნდება ხოლმე მას, ასეთი პიარული ქმედებები“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე ნახეთ

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, პროცედურულ ნაწილში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია