პოლიტიკა

უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, ბრიტანეთის ლიდერებმა სტამბოლის მოლაპარაკების შედეგები დონალდ ტრამპთან განიხილეს

სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართეს.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ლიდერებმა სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები განიხილეს.

როგორც უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, კიევი მზადაა „მაქსიმალურად სწრაფი ნაბიჯებისთვის“ ნამდვილი მშვიდობის მისაღწევად.

„ჩვენი პოზიციაა – თუ რუსები უარს ამბობენ ცეცხლის სრულ და უპირობო შეწყვეტასა და მკვლელობებზე, მაშინ უნდა იყოს ძლიერი სანქციები. რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს, სანამ რუსეთი არ იქნება მზად ომის დასასრულებლად“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ის­რა­ე­ლი და ირა­ნი თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად მო­ვიდ­ნენ ჩემ­თან და მი­თხრეს: „მშვი­დო­ბა!”

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბით, ის­რა­ე­ლი და ირა­ნი თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად და­უ­კავ­შირ­დნენ მას ცე­ცხლის შე­წყვე­ტა­სა და …

ჩანთების ონლაინ მაღაზია