საქართველოს საფეხბურთო ახალგაზრდულმა ნაკრებმა უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მეორე მატჩი საფრანგეთის წინააღმდეგ ჩაატარა. ჟილინაში გამართული დრამატული შეხვედრა მეტოქის გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.
პირველი ტაიმი საფრანგეთმა მატის ტელის პენალტით მოიგო. საქართველოს ნაკრებმა ანგარიში 76-ე წუთზე გაათანაბრა. ვასილიოს გორდეზიანის პასით გოლი გიორგი აბუაშვილმა გაიტანა. 84-ე წუთზე საქართველოს ნაკრები საბა საზონოვის გოლით დაწინაურდა, რასაც ფრანგებმა 5 წუთში ჟოან ლეპენანის ზუსტი დარტყმით უპასუხეს. მეტოქემ გამარჯვება მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-12 წუთზე ტიერნო ბარის გოლით მოიპოვა.
ფოტო -საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია