პარლამენტი მიმდინარე კვირის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, რომელიც 1 და 2 ივლისს გაიმართება, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდეშეწყვეტის საკითხს განიხილავს და შესაბამისს გადაწყვეტილებას მიიღებს.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ რიგგარეშე სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად, უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებულ საპროცედურო საკითხზეც იმსჯელებენ.
პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო დღის წესრიგში 12 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დგას. ეს დეპუტატები არიან: გიორგი გახარია, თეონა აქუბარდია, ანა ბუჩუკური, ლევან გოგიჩაიშვილი, ზაზა თავაძე, ბექა ლილუაშვილი, ნათია მეზვრიშვილი, ბერდია სიჭინავა, კახა ქემოკლიძე, როინ ქოჩორაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი და ზვიად ძიძიგური.
მათთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის რიგგარეშე სხდომაზე გატანამდე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი იმსჯელებს, რომელიც პარლამენტში დღეს გაიმართება.