პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი ევროპულ საბჭოს – შეგიძლიათ ჩემი და ქართველი ხალხის იმედი გქონდეთ

პრეზიდენტის რანგში, არა მხოლოდ მზად ვარ, არამედ მიმაჩნია, რომ ზედამხედველობის დავალება უნდა შევასრულო, თუ რა იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯები. ასე რომ, შეგიძლიათ ჩემი და ქართველი ხალხის იმედი გქონდეთ. მსურს მჯეროდეს, შეგვიძლია გვქონდეს მთავრობის იმედი, რომ ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოსთვის სიტყვით მიმართვისას განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებით, ქართველმა ხალხმა ევროინტეგრაციისადმი მზადყოფნა ორი დღის წინ გამართულ აქციაზეც გამოავლინა.

მისი განმარტებით, ყველამ, მათ შორის მთავრობამ, უნდა გაიგოს, რომ შანსი, რომელიც ქვეყანას მიეცა, ასევე გამოწვევაა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა მოლდოვასა და უკრაინას კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა.

ასევე ნახეთ

ქართულმა ოცნებამ მიიღო კანონი, რომელიც პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს

ოცნებამ მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს. კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილეს და ის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია