პოლიტიკა

ქვიშის ფეხბურთი – საქართველოს ნაკრები ევროპის ლიგის A დივიზიონის მატჩებს ბათუმში გამართავს

18-20 ივლისს, საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ნაკრები ევროპის ლიგის A დივიზიონის მატჩებს ბათუმში გამართავს.

გათამაშებაში 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები პორტუგალიის, შვეიცარიის და ესტონეთის ნაკრებები იქნებიან. B ჯგუფში იასპარეზებენ ბელარუსი, გერმანია, ჩეხეთი და თურქეთი.

საქართველოს ნაკრები მოახლოებულ ტურნირს ახალი მთავარი მწვრთნელით ხვდება.

ქვიშის ფეხბურთის ნაკრებს მასიმილიანო დე ჩელისი უხელმძღვანელებს. იტალიელ სპეციალისტს გერმანიის, უნგრეთის, მალტის და ნორვეგიის ნაკრებების მთავარ მწვრთნელად მუშაობის გამოცდილება აქვს.

17 ივლისს, საქართველოს ნაკრებმა ბათუმის ქვიშის არენაზე ტურნირის დაწყებამდე დასკვნითი ვარჯიში გამართა. პირველ შეხვედრას ჩვენი გუნდი 18 ივლისს, ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ, 21:00 საათზე გამართავს.

ტურნირის მიმდინარეობისას ბათუმის ქვიშის არენაზე დღეში ოთხი მატჩი გაიმართება. საქართველოს ნაკრების სამივე შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

ხატია ცარციძე
ფოტო: სფფ

ასევე ნახეთ

საქართველო vs თურქეთი – მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყოდვა იწყება

საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბერში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ საშინაო მატჩს გამართავს. 4 სექტემბერს, ჩვენი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია