ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა. ფინალურ შეხვედრაში ქართველის პსჟ ლონდონურ ჩელსის დაუპირისპირდა. ინგლისურმა გუნდმა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი „პარი სენ-ჟერმენი“ 3:0 დაამარცხა.
აშშ-ში, „მეტლაიფ სტედიუმზე“ (ნიუ ჯერსი)გამართულ მატჩს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი დაესწრნენ.
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია პარიზული გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო. ანგარიში
22-ე წუთზე პალმერმა გახსნა და ჩელსი დააწინაურა, 8 წუთში პალმერმა დუბლი შეასრულა და ლონდონელთა უპირატესობა გაზარდა.
43-ე წუთზე ჟოაო პედროს გოლით ჩელსი 3:0 იგებდა, აღნიშნული ანგარიშის შეცვლა პარიზელრბმა ვეღარ შეძლეს.
მეორე ტაიმში პირველი სახიფათო მომენტი კვარაცხელიას დარტყმით შეიქმნა. 58-ე წუთზე კი ქართელი „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ მოედნიდან გაიყვანა, მის ნაცვლად თამაშში ბრედლი ბარკოლა ჩაერთო.
კვარაცხელიამ მასოფლიოს საკლუბ ჩემპიონატზე ჯამში ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.
შედეგად, „ჩელსიმ“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ისტორიაში მეორედ მოიგო. პირველი ტიტული ლონდონურმა კლუბმა 2021 წელს მოიპოვა.
წელს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი განახლებული ფორმატით ჩატარდა. ტურნირში მსოფლიოს 32 გუნდი მონაწილეობდა. მომდევნო შემდეგი გათამაშება 2029 წელს გაიმართება.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ წელს „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად უკვე 3 ტიტული მოიგო, ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის ჩემპიონატი და საფრანგეთის თასი.
ხატია ცარციძე