პოლიტიკა

ქუთაისის „ტორპედო“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს

ქუთაისის „ტორპედო“ კონფერენს ლიგის მომდევნო ეტაპზე იასპარეზებს. ქუთაისელებმა საპასუხო მატჩში ყაზახურ „ორდაბასთან” სტუმრად ფრედ, 1:1 ითამაშეს.

ქუთაისში მოგებული 4:3-ის შემდეგ, „ტორპედომ“ მეორე შეხვედრაში მალევე მოახერხა დაწინაურება. მე-13 წუთზე შორეული დარტყმით, ანგარიში ირაკლი ბიძინაშვილმა გახსნა და ქუთაისელებმა პირველი ნახევარი მოიგეს.
მეორე ტაიმში, 49-ე წუთზე საბა კვირკველიას მთავარმა მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.

მასპინძლებმა მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო წუთზე ანგარიში გაათანაბრეს, 1-1. ორი მატჩის ჯამში ქუთაისლებემა 5:4 მოიგეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს „ტორპედო“ 24 ივლისს კვიპროსულ „ომონიასთან“ სტუმრად გამართავს.

 

ხატია ცარციძე

ასევე ნახეთ

U21 ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში ჩვენი გუნდი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია