პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი – არახამია არ არის სამშობლოს მოყვარული ადამიანი, ის ემსახურება რუსეთის ინტერესებს

მმართველ გუნდში დავით არახამიას განცხადებას ეხმაურებიან.  გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, არახამიას ნებისმიერი განცხადება რუსეთის ინტერესებს ემსახურება, რადგან მას საქართველოში დესტრუქცია სურს.

„არახამია არ არის სამშობლოს მოყვარული ადამიანი, მისი განცხადებები არის დესტრუქციული, ომისკენ მოწოდება და ა.შ. მისი რაღაც ლოზუნგები, თითქოს საქართველოა ჩართული რუსეთთან მხარდაჭერაში, მის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. მისი განცხადება, რომ გვარებს დაასახელებს, შემიძლია, დაგისახელოთ სახელი და გვარი, რომელიც აღიარებს, რომ რუსეთიდან დიდი ოდენობის თანხებს იღებს. ამას საზოგადოებას ვეუბნებით. არავის სჯერა ისეთი ადამიანების განცხადებების, რომელთაც ვერ გაურკვევიათ, რომელ სამშობლოს და საერთოდ ვის ემსახურებიან. რაც შეეხება მის რუსეთთან კავშირს, მისი რუსეთთან კავშირიც დადგენილია. არახამიას ნებისმიერი განცხადება რუსეთის ინტერესებს ემსახურება. ვის ინტერესში შედის ის, რომ საქართველოში პროვოკაცია და დესტრუქცია იყოს, ევროპის, თუ რუსეთის? – ამ ადამიანს პირდაპირ აქვს სურვილი, რომ საქართველოში დესტრუქცია იყოს და რუსეთის ინტერესებს ემსახურება. სამწუხაროდ, ვიცი უკრაინის სხვა თანამდებობის პირთა სამარცხვინო განცხადება, რაც ვერ დაადასტურეს, თუმცა ამ პროვოკაციებს არ ავყვებით.” – ამბობს მაჭარაშვილი.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია