პოლიტიკა

ბარისახო-შატილის გზაზე ღვარცოფში მოყოლილ ტურისტს ეძებენ

ფშავში, ბარისახო-შატილის გზაზე ღვარცოფში მოყოლილ უცხოელ ტურისტს ამ დრომდე ეძებენ.

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, რომელშიც ჩანს, რომ ტურისტი, რომელიც მოტოციკლით გადაადგილდება ფშავში, ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთზე, სოფლებს მაღაროსკარსა და ხომს შორის გზის სავალ ნაწილზე გადმოსულმა ღვარცოფმა მოიყოლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად დაკარგული ტურისტის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

ასევე ნახეთ

საქართველოს საპატრიარქო – დროა, შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავლის საძიებლად, ურთიერთობებმა გადაინაცვლოს ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან

საქართველოს საპატრიარქო  რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციებთან დაკავშირებით, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს აპროტესტებენ, განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია