პოლიტიკა

ქალაქ კრემენჩუკში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

რუსეთის სამხედრო ძალების მიერ უკრაინის პოლტავის ოლქის ქალაქ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე 27 ივნისს განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ქალაქის მერმა 28, 29 და 30 ივნისი გლოვის დღეებად გამოაცხადა. ინფორმაციას უკრიანული მედია ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, თავდასხმას 18 ადამიანი ემსხვერპლა, 36 კი დაკარგულად ითვლება. სავაჭრო ცენტრის ნანგრევებში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

ასევე ნახეთ

ჰააგის სასამართლომ ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი გასცა

ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ისრაელის პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრი იოავ გალანტი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია