პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური საქართველოში აშშ-ის ელჩს და საელჩოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე – 4 ივლისი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს და საელჩოს მიულოცა.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პირადად ჩემი სახელით, გამოვხატავ ღრმა პატივისცემას თქვენსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმართ.

ნება მომეცით, გულითადად მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების 246-ე წლისთავი, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღე ამერიკის შეერთებული შტატებისა და ამერიკელი ხალხისთვის. მსურს, გისურვოთ კეთილდღეობა და წარმატებები ყველა წამოწყებაში.

მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მრავალწლიანი პარტნიორობისა და ფასდაუდებელი მხარდაჭერისთვის. ჩვენ მეტად ვაფასებთ შეერთებული შტატებთან, როგორც უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ მოკავშირესთან ჩამოყალიბებულ მტკიცე და ნაყოფიერ თანამშრომლობას“, – აღნიშნულია ვახტანგ გომელაურის მიერ აშშ-ს ელჩისადმი გაგზავნილ წერილში.

ასევე ნახეთ

რობინ დანიგანი – „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა ტრამპის ადმინისტრაციისთვის პირადი წერილი, რომელიც იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში

აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის არასაჯარო წერილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია