პოლიტიკა

Stranger Things-ის სამყაროზე ძმები დაფერები ახალ სერიალს გადაიღებენ

Stranger Things ნეტფლიქსის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული პროექტია, რომლის მეოთხე სეზონმაც მაყურებლის მოლოდინს გადააჭარბა. სერიალი მეხუთე სეზონით დასრულდება, თუმცა ამ იდუმალებით მოცულ სამყაროსთან საბოლოოდ გამომშვიდობება არ მოგვიწევს, რადგან მისი შემქმნელები, ძმები დაფერები ახალი სერიალის გადაღებას გეგმავენ.

ფანებმა ივარაუდეს, რომ ახალი სერიალი ილევენზე ან ფანების ფავორიტ სტივზე იქნებოდა, თუმცა დაფერებმა მსგავსი მოსაზრებები უარყვეს.

“ეს ყველაფერი ჩვენთვის საინტერესო არაა, რადგან უკვე გავაკეთეთ. უამრავი საათი დავახარჯეთ ამ ყველაფრის გამოკვლევას. ახალი სერიალი ძალიან განსხვავებული იქნება”, — განაცხადეს მათ.

ძმების თქმით, ახალ სერიალსა და Stranger Things-ს შორის დამაკავშირებელი არა პერსონაჟები, არამედ თხრობის სტილი იქნება. მათ ისიც აღნიშნეს, რომ ჯერ ნეტფლიქსმაც კი არ იცის ახალი სერიალის შინაარსი.

დაფერებმა Stranger Things-ის მეხუთე სეზონზეც ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ახალ სეზონში მოვლენები უფრო სწრაფად განვითარდება. ამის მიზეზი კი მეოთხე სეზონის დასასრულია. მეხუთე სეზონის პირველივე ეპიზოდებში პერსონაჟები მოქმედებაზე იქნებიან გადასულნი და მათ ნაკლებად ვნახავთ სკოლებსა თუ სამსახურებში.

ასევე ნახეთ

ჰააგის სასამართლომ ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი გასცა

ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ისრაელის პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრი იოავ გალანტი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია