პოლიტიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – 2021 წელს რეკლამაზე ყველაზე მეტი – 13.3 მლნ ლარი „ქართულმა ოცნებამ“ დახარჯა

2021 წელს რეკლამაზე ყველაზე მეტი – 13.3 მლნ ლარი „ქართულმა ოცნებამ“ დახარჯა, რაც 17 პარტიის ჯამური სარეკლამო ხარჯის 70%-ს წარმოადგენდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომელიც პარტიების 2021 წლის დაფინანსების საკითხებს ეხება.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ განმარტავენ, 17-მა პარტიამ მთლიანობაში დაახლოებით 43 მლნ ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო, ამ თანხის 60% – დაახლოებით 26 მლნ ლარი მმართველ პარტიაზე – „ქართული ოცნება“ მოდიოდა. 5.1 მლნ ლარით მეორე ადგილზე იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, მესამეზე კი – „ლელო“ 3.3 მლნ ლარით.

ასევე ნახეთ

საქართველოში ყველა უკანონოდ დაკავებული უნდა გათავისუფლდეს, დემონსტრაციების დროს პოლიციის მიერ ძალის გამოყენება უნდა გამოიძიოს – გაეროს ექსპერტთა ანგარიში

საქართველოში ყველა უკანონოდ დაკავებული უნდა გათავისუფლდეს, დემონსტრაციების დროს პოლიციის მიერ ძალის გამოყენება უნდა გამოიძიოს, – …

ჩანთების ონლაინ მაღაზია