პოლიტიკა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობის მხრიდან სიახლეები დააანონსა

რუსები მიზანმიმართულად ახორციელებენ დარტყმებს საცხოვრებელ სახლებზე და სამოქალაქო ობიექტებზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობისადმი ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში რუსეთმა დაარტყა ნიკოლაევს, ხარკოვს, კრივოი როგსა და ზაპოროჟიეს რეგიონს.

„რუსეთი ახორციელებდა დარტყმებს ზუსტად საცხოვრებელ სექტორზე. აბსოლუტურად შეგნებულად, განზრახ, ჩვეულებრივი სახლების, სამოქალაქო ობიექტების, ხალხის წინააღმდეგ. არიან დაშავებულები, დაღუპულები, დაჭრილები.”

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკი მის მიერ რიგ ქვეყნებში უკრაინის ელჩების გათავისუფლების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს დიპლომატიურ პრაქტიკაში მიღებული ჩვეულებრივი როტაციაა. ასევე, უკრაინის პრეზიდენტმა მომავალ კვირაში მთავრობის მხრიდან მნიშვნელოვანი სიახლეები დააანონსა.

„უკვე ვემზადები მომავალი კვირისთვის, იქნება მნიშვნელოვანი სიახლეები, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე ნახეთ

ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესა და დონალდ ტრამპს შორის პირველი შეხვედრა შედგა

ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ პირველად, მარკ რუტე აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა. ამის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია