პოლიტიკა

იაპონიის ყოფილი პრემიერის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა დანაშაული აღიარა

იაპონიის ყოფილი პრემიერ მინისტრის, სინძო აბეს მკვლელობაში ეჭვმიტანილმა დანაშაული აღიარა. ინფორმაციას იაპონიის პოლიცია ავრცელებს.

ნარა-ნიშის პოლიციის ცნობით, 41 წლის კაცმა, იამაგამი ტეცუიამ განაცხადა, რომ მას მტრული დამოკიდებულება ჰქონდა “კონკრეტული ორგანიზაციის” მიმართ, რომელთანაც, მისი ინფორმაციით, აბეს კავშირი ჰქონდა.

პოლიცია აცხადებს, რომ ეს მტრობა არ უკავშირდება პოლიტიკას. უწყებამ ასევე აღნიშნა, რომ უცნობია, რეალურად არსებობს თუ არა ორგანიზაცია, რომლის სახელსაც ეჭვმიტანილი არ ამბობს.

სინძო აბე 8 ივლისს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ქალაქ ნარაში, რკინიგზის სადგურთან სიტყვით გამოდიოდა, როცა მას 2 ტყვია ესროლეს. სინძო აბე შემთხვევიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 41 წლის თავდამსხმელი პოლიციამ ადგილზე დააკავა. როგორც მედია წერს, მას ადგილიდან გაქცევა არ უცდია.

გამომძიებლების ცნობით, თავდამსხმელმა აბეს ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. პოლიციამ ეჭვმიტანილის სახლის ჩხრეკისას კიდევ რამდენიმე მსგავსი ხელნაკეთი იარაღი იპოვა.

ასევე ნახეთ

სასამართლომ მელიქიშვილის გამზირზე დაკავებულთაგან 3 პირი სამართალდამრღვევად ცნო

19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულებიდან სამი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია