პოლიტიკა

უკრაინაში, დონბასის რეგიონში დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის დონბასის რეგიონში განხორციელებულ დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა.

ყველაზე ცხელ წერტილად ბახმუტის რაიონი მიიჩნევა, სადაც რუსი სამხედროები და სეპარატისტული დაჯგუფებები იერიშებს ახორციელებენ და ცეცხლგამჩენ ჭურვებს იყენებენ. შედეგად ათამდე საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ხარკოვის ცენტრალურ ნაწილზე და ექვსსართულიანი საცხოვრებელი სახლი გაანადგურეს. ხარკოვში გასულ ღამეს სულ სამი ძლიერი აფეთქება მოხდა.

რუსეთის სარაკეტო იერიშების სამიზნე გახდა ნიკოლაევის და სუმის რეგიონები. გასული დღის განმავლობაში სამხრეთის მიმართულებით უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს 38 რუსი ჯარისკაცი, ათი ერთეული სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალის ორი საცავი.

ასევე ნახეთ

ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესა და დონალდ ტრამპს შორის პირველი შეხვედრა შედგა

ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ პირველად, მარკ რუტე აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა. ამის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია