საქართველოში კიდევ სამი მიწისძვრა მოხდა.
ბიძგები ამჯერად თბილისის დროით 09:18 საათზე, 09:47 საათზე და 10:14 საათზე დაფიქსირდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ეპიცენტრი ამ შემთხვევებშიც სოფელ სამებასთან იყო.
მიწისძვრების სიძლიერემ, 3.1, 3.3 და 3,1 მაგნიტუდა შეადგინა.
მანამდე 4.8 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა 07:36 საათზე, ხოლო 4.5 მაგნიტუდის სიძლიერის – 09:10 საათზე. ორივე შემთხვევაში ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო.