პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – ბრალდებები, თითქოს ხელისუფლება არ არის დამოუკიდებელი, შეურაცხმყოფელია

ბრალდებები, თითქოს ხელისუფლება არ არის დამოუკიდებელი, შეურაცხმყოფელია, იწვევს მხოლოდ პოლარიზაციის გაზრდას, მოვუწოდებ ყველას, მათ შორის ევროპელ პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ ამგვარი რიტორიკისგან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს იმ პასუხისმგებლობით, რომელიც მას მიაკუთვნა კონსტიტუციამ. პაპუაშვილის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლების ყველა წევრი იღებს გადაწყვეტილებას საკუთარი პასუხისმგებლობით, დამოუკიდებლად.

„12 პრიორიტეტში ნახესენებ ერთ-ერთ პუნქტს, რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, იყენებენ შიდა პოლიტიკური ბატალიებისთვის, რათა მიზანში ამოიღონ ამ შემთხვევაში უკვე კერძო პირი, რაც შეეხება ივანიშვილს, ამოიღონ სამიზნედ და მეორე, კიდევ ერთელ მოახდინონ საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტირება. ამიტომაც საჭირო გახდა ეს განმარტება, მათ შორის ამ ასპექტის გამოკვეთა, რომ ყველა, ნებისმიერი ადამიანი, მნიშვნელობა არ აქვს, ის არის შიგნით, საქართველოს პოლიტიკოსი, სხვა აქტივისტი, თუ ეს იქნება უცხოელი პოლიტიკოსი, ყველა, ვინც ამბობს, რომ ივანიშვილი არის ოლიგარქი, ის ამავე დროს ამბობს და შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს ხალხს, რომელმაც ეს ხელისუფლება აირჩია.

საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს იმ პასუხისმგებლობით, რომელიც მას მიაკუთვნა კონსტიტუციამ. საქართველოს ხელისუფლების ყველა წევრი, ჩვენ ყველა ვიღებთ გადაწყვეტილებას ჩვენი პასუხისმგებლობით, ასეთი გარე ჩარევებისგან დამოუკიდებლად. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას და განსაკუთრებით ამ ასპექტში, რომელიც შეეხება 12 პრიორტეტს, იცით, რომ მათ შორის ევროკავშირის მხრიდან ერთ-ერთი მოწოდება არის დეპოლარიზაცია. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ასევე მოვუწოდებთ ჩვენს უცხოელ კოლეგებს, რომ მათი რიტორიკაც იყოს დეპოლარიზაციის შესაბამისი. რა თქმა უნდა, განცხადებები და კვლავ ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ ხელისუფლება, მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, დამოუკიდებელი არ ვარ და პრემიერ-მინისტრი, როგორც პრემიერ-მინისტრი არ არის დამოუკიდებელი, ასეთი რიტორიკა შეურაცხმყოფელია, იწვევს მხოლოდ ქვეყნის შიგნით პოლარიზაციის გაზრდას. ამიტომ, მოვუწოდებ ყველას, მათ შორის ევროპელ პოლიტიკოსებს, რომ თავი შეიკავონ ამგვარი რიტორიკისგან.

მთელი არსი იმაშია, რომ არ იმსახურებს არც საქართველოს ხელისუფლება, არც საქართველო, როგორც სახელმწიფო და არც ქართველი ამომრჩეველი ამ შეფასებას. კიდევ ერთხელ გაიხსენეთ ყველა ის განცხადება, აღიდგინეთ ყველა სიტყვა და თქვით, ითქვა თუ არა ერთი ფაქტი მაინც ქართულ ხელისუფლებაზე ამ ზეგავლენისა. აქაც კიდევ ერთხელ საქმე გვაქვს აღქმების სამყაროსთან, რომელიც სრულად დაფუძნებულია სპეკულაციებს. საბოლოო ჯამში ასეთ განცხადებებს მივყავართ დეზინფორმაციისკენ და პოლარიზაციის გაზრდისკენ. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწდოებ ყველას, დაასახელონ ფაქტები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია