პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტ კატრინ გიორინგ-ეკარდტს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოსა და გერმანიას მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობა და მეგობრობა აკავშირებთ.

მან მადლიერება გამოხატა გერმანიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერისთვის.

„მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ევროკავშირში წევრობის გზა და ხაზი გაუსვეს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების მნიშვნელობას. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად იმუშავებს კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის რეკომენდაციების განხორციელებაზე. შალვა პაპუაშვილმა და კატრინ გიორინგ-ეკარდტმა აგრეთვე განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსული აგრესია და მისი შედეგები საქართველოსა და რეგიონისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე ნახეთ

პარლამენტმა პრეზიდენტის არჩევის თარიღად 14 დეკემბერი დაამტკიცა

დღეს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის არჩევის თარიღი დაამტკიცა. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტს …

ჩანთების ონლაინ მაღაზია