პოლიტიკა

რუსებმა დონეცკში კიდევ 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში, გასული დღის განმავლობაში, ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს – ამის შესახებ დონეცკის ოლქის გუბერნატორი, პავლო კირილენკომ „ტელეგრამზე“ იუწყება.

მისივე ცნობით, დაშავებულია კიდევ 8 სამოქალაქო პირი.

“12 ივლისს რუსებმა დონეცკის ოლქში 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: 2 ავდიივკაში, 1 – ბახმუტში და 1 – ჩასოვ-იარში. კიდევ 8 ადამიანი დაშავდა”, – აცხადებს გუბერნატორი.

მისივე თქმით, 24 თებერვლიდან დღემდე რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობა 606-ია, დაშავებულია – 1 560 ადამიანი. გუბერნატორი აცხადებს, რომ მარიუპოლსა და ვოლნოვახაში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth …

ჩანთების ონლაინ მაღაზია