გუდაურში პარაპლანი ხევში ჩავარდა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი პირი.
მაშველებმა ხევშუ ჩავარდნილი მეორე პირის გადარჩენა მოახერხეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 25 წლამდე მამაკაცია.
შსს-ის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.