პოლიტიკა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სოსო გოგაშვილის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგამოძიებო უწყებაში განუცხადეს.

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება იოსებ გოგაშვილის მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო“, – აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.

სოსო გოგაშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა გოგაშვილს დაკავებისას ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. მისი ადვოკატებიც აცხადებენ, რომ გოგაშვილს სახეზე და ტანზე აღენიშნება დაზიანებები, რის გამოც მათ მოთხოვნილი აქვთ სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება.

ასევე ნახეთ

ნანუკა ჟორჟოლიანი მის არასრულწლოვან შვილზე გავრცებულ ინფორმაციას ეხმაურება

ნანუკა ჟორჟოლიანი მისი შვილის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. “რუსთავი 2”-მა ცოტა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია