პოლიტიკა

სოსო გოგაშვილის მეუღლე – არ გავჩუმდებით, როგორი საჩუქარიც გამიკეთეს, ვალში არ დავრჩები და საჩუქარს მეც გავუგზავნი

პირობას ვაძლევ ყველას, რომ გოგაშვილის მეუღლე და მისი შვილები არ გაჩუმდებიან. როგორი საჩუქარიც გამიკეთეს, ვალში არ დავრჩები და საჩუქარს მეც გავუგზავნი, ბრძოლა იქნება ჩვენი საჩუქარი, – ამის შესახებ იოსებ გოგაშვილის მეუღლემ, თეა მარტყოფლიშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გოგაშვილის დაკავების შემდეგ, ოჯახის მისამართით არაერთი გამაფრთხილებელი და მუქარის წერილი მიიღეს.

“მაინტერესებს, თუ სოსო დამნაშავე იყო, აქამდე სად იყვნენ? ეს ცოტა სასაცილოა. რაც ჩვენს სახლში იკადრეს, დღესაც არაფერი გამიკვირდება. მოდის მუქარა ჩემი ოჯახის და შვილების მისამართით, ვიღებთ შეტყობინებებს მათ შორის კეთილისმსურველებისგან, რომ ფრთხილად იყავით, კამერები დააყენეთ მანქანებზეო. პირობას ვაძლევ ყველას, რომ გოგაშვილის მეუღლე და მისი შვილები არ გაჩუმდებიან, როგორი საჩუქარიც გამიკეთეს, ვალში არ დავრჩები და საჩუქარს მეც გავუგზავნი, ბრძოლა იქნება ჩვენი საჩუქარი”, – აღნიშნა თეა მარტყოფლიშვილმა.

ფოტო: ipn.ge

ასევე ნახეთ

ირაკლი ოქრუაშვილი – სპორტული ინტერესი მკლავს, რომ ეს გირაო არ გადავიხადო და ის ერთი წელი ციხეში წავიდე, ვიდრე ქვეყანაში გისოსებში ვიჯდე

8-წლიან მუხლზე არ დავმალულვარ და ერთწლიან მუხლზე როგორ შეიძლება დავიმალო, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია