პოლიტიკა

ვატო წერეთელი პროკურატურაში დაიბარეს

„ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ვატო წერეთელი პროკურატურაში დღეს, 18:00 საათზე მივა.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვატო წერეთლის განცხადებით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა მიაყენა, ინციდენტში ასევე მონაწილეობდნენ, “ქართული ოცნების” სხვა წევრები.

თავად ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ ვატო წერეთლის მხრიდან „უბინძურეს პროვოკაციას“ ჰქონდა ადგილი და „მიიღო ის პასუხი, რასაც იმსახურებდა“.

ასევე ნახეთ

ომბუდსმენი – 7 აპრილის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 3 პირიდან ორმა პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადა

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა 7 აპრილს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 3 პირი მოინახულეს. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია