პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი – ვატო წერეთლის მხრიდან უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი

უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, ვატო წერეთლის მხრიდან. ამერიკელებთან და ჩვენ სხვა კოლეგებთან მიღებაზე ყოფნის დროს მოვიდა, მთხოვა, ორი სიტყვით რაღაცის თქმა სურდა, უბინძურესი პროვოკაცია მოაწყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა „რუსთავი 2“-ს განუცხადა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, ვატო წერეთელმა მოაწყო პროვოკაცია და სწრაფი ნაბიჯით გაიქცა.

„ხომ წარმოგიდგენიათ, რაზეა საუბარი?! სწრაფი ნაბიჯით გაიქცა. მინდოდა მეკითხა, რატომ იკადრა ასეთი რაღაცა, რაზეც გააგრძელა პროვოკაცია, შემდგომ, რა თქმა უნდა, პასუხი გავეცი და მიიღო ის პასუხი, რომელსაც ის იმსახურებდა. საუბარია უბინძურეს პროვოკაციაზე, რომელსაც ვერც ერთი ქართველი ვერ აიტანს და ამას მოჰყვა მცირე შეხლა-შემოხლა, ეს იყო და ეს. კამერები, წესით, უნდა იყოს ყველგან და იმედი მაქვს, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ასახულია კამერაზე“, – აცხადებს ოხანაშვილი.

ასევე ნახეთ

დიდ დიღომში აფეთქებისას დაშავებული ჩვილი გარდაიცვალა

დიდ დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქების შედეგად დაშავებული ჩვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადასტურებენ იაშვილის კლინიკაში.  ცნობილია, …