ერთ თვეზე მეტია წალკის მუნიციპალიტეტში სოფელ დაშბაშში, დაცულ ტერიტორიაზე ისრაელური კომპანია Kass Group-ის ინვესტიციით „კასს ლენდი“ გაიხსნა და ეკოტურისტულ სივრცეს უკვე 30 000-ზე მეტი მნახველი ჰყავდა.
როგორც კომპანიაში BM.GE-ს განუცხადეს, ვიზიტორების უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეები არიან. Kass Group-ის მენეჯმენტის ინფორმაციითვე, სტუმრები ჰყავთ Kass Dimond Resort-ის ვილებშიც, რომლის ფასი ორ ადამიანზე $150-ია და ღირებულება საუზმეს არ მოიცავს.
„გახსნის დღიდან ობიექტს 30 000-ზე მეტი ადამიანი ესტუმრა. ამ ეტაპზე ვიზიტორებს შორის საქართველოს მოქალაქე უფრო მეტია, ვიდრე – უცხოელი ტურისტი. პროცენტული გადანაწილებით – 60%/40%-ზე. მოდიან როგორც ინდივიდუალურად, ასევე – ჯგუფებად. კანიონს ბევრი ადამიანი სტუმრობს და კარგი იქნება, მსურველებმა ბილეთები წინასწარ შეიძინონ, რათა რიგში დგომა თავიდან აიცილონ“ – განუცხადეს BM.GE-ს „კასს ლენდის“ საინფორმაციო სამსახურში.