20 ივლისს ქუთაისში +25 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ოზურგეთში წვიმას ვარაუდობენ სინოპტიკოსები, დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში იწვიმებს. დღისით ტემპერატურა +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. +26 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში ნალექიანი დღეა. დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში უნალექო დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც გამოიდარებს. დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.
წვიმაა ნავარაუდევი ბორჯომში, სადაც დღისით +28, ღამის განმავლობაში კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. აქ წვიმაა მოსალოდნელი.
გორშიც წვიმს. +30 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი. იწვიმებს.
გუდაურში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +23 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +23, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +35 გრადუსი იქნება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც მზიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +35 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით +34 გრადუსი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +34 გრადუსია მოსალოდნელი, დღე მზიანი იქნება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +35 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +34 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. დედაქალაქში ნალექი მოსალოდნელი არაა.