პოლიტიკა
salome zurabishvili

ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება დაუყივნებლივ უნდა დაიწყოს, ველი ხელისუფლების ბრიუსელში ვიზიტს! – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ 12 პუნქტზე მუშაობა ბრიუსელში უნდა დაიწყოს

მისივე განცხადებით, უახლოესი მომავლისთვის მნიშვნელოვანია ის განცხადება, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს მიენიჭება, თუ ქვეყანა რეკომენდაციებს შეასრულებს.

ეს მუშაობა უნდა დაიწყოს ჯერ ერთი ბრიუსელში, სადაც მე კიდევ ველოდები, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები წავიდნენ და გაარკვიონ დეტალები, როგორ უნდა შესრულდეს ამ პუნქტების ნაწილი.

უნდა დაიწყოს პარლამენტში მუშაობა და მე ამისთვის მოვაწერე ხელი იმ განცხადებას, რომ შედგეს საზაფხულო სესია, რაგდან ჩვენ, როცა გვაქვს 6 თვე, სრულად გაუგებარია და მგონია, გაუგებარია ევროპარლამენტარი მეგობრებისთვის, რომ ჩვენ არ დავიწყოთ ახლავე მუშაობა. ხაზს გავუსვამ იმას, რომ ერთად მუშაობა ნიშნავს პარლამენტში სესიის ფორმით, ყველგან უნდა ვიმუშაოთ, თუ ჩვენ რეალურად გვინდა ის, რასაც მხარს უჭერს საზოგადოების 85%”- თქვა სალომე ზურაბიშვილმა. 

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ხალხის სახელით საუბარი უნდა შეწყდეს

ვისაც უნდა, ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, იარონ უბან-უბან, სოფელ-სოფელ და რას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია