პოლიტიკა

ლეივერის თასზე ჯოკოვიჩი, ნადალი და ფედერერი ერთ გუნდში იქნებიან

სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი ევროპის გუნდში ითამაშებს ლეივერის თასზე, – იტყობინება ტურნირის პრესსამსახური.

ადრე ევროპის ნაკრებში შევიდნენ შვეიცარიელი როჯერ ფედერერი, ესპანელი რაფაელ ნადალი და ბრიტანელი ენდი მარეი. გუნდის კაპიტანი იქნება ლეგენდარული შვედი ბიორნ ბორგი. ევროპის გუნდში კიდევ ორი ადგილია ვაკანტური.

„ეს ერთადერთ ტურნირია, რომელშიც შემიძლია ვითამაშო იმ ჩოგბურთელებთან ერთად, რომლებთანაც, ჩვეულებრივ, კონკურენცია მაქვს. ჩემს ყველაზე დიდ მეტოქეებთან – რაფასთან, როჯერთან და ენდისთან შეერთება მართლაც უნიკალური მომენტი იქნება ჩვენი სპორტის ისტორიაში“, – განაცხადა ჯოკოვიჩმა.

ლეივერის თასი ლონდონში 23-25 სექტემბერს გაიმართება. ევროპის ნაკრები მსოფლიოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს. ტურნირი ისტორიაში მეხუთედ ტარდება.

ასევე ნახეთ

დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

ქართველმა მსახიობმა, დათა ჩაჩუამ „აზიური ოსკარის“ ჯილდო მიიღო, ნომინაციაში საუკეთესო ახალი შემსრულებელი ფილმისთვის Panopticon. 14 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია