პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო უკრაინელი ოჯახების დაბინავებაზე 6.3 მილიონს დახარჯავს

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო უკრაინელი ოჯახების დაბინავებაზე 6.3 მილიონ ლარს დახარჯავს – ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის გაგზავნილი განცხადებიდან ირკვევა.

უწყების ინფორმაციით, მათ უკვე გააფორმეს 1.6 მილიონი ლარის ხელშეკრულებები, რომელთა მოქმედების ვადაც 2022 წლის 20 აგვისტოა, ხოლო შემდგომი შესყიდვისთვის მათ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ნებართვა ესაჭიროებათ. ამასთანავე, შესყიდვის განაცხადში არაა მითითებული, თუ რამდენი დევნილის დაბინავებას მოხმარდება აღნიშნული რესურსები.

“შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს „უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეთა და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონდე პირთათვის სოციალური-ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ივლისის №1254 განკარგულების მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისათვის (პირი, რომელიც საქართველოში შემოვა 2022 წლის 15 ივლისის შემდგომ უკრაინაში საომარი მოქმედებების არსებობის შემთხვევაში და ამ მიზეზით ვერ ახერხებს მოქალაქეობის ქვეყანაში და/ან მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებას და მოთხოვს სახელმწიფოსგან ამ განკარგულებით გათვალისწინებულ დახმარებას), საცხოვრისში (ფართი, რომელშიც არის მინიმალური საცხოვრებელი პირობები, მათ შორის სასტუმრო/ საოჯახო ტიპის სასტუმრო და სხვა) განთავსებისა და სამჯერადი კვებით (საუზმე, სადილი, ვახშამი) მომსახურება.
შესყიდვის ობიექტის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში უკრაინის მოქალაქეების განთავსება/კვების მომსახურების შესყიდვა ვერ განხორციელდება ელექტრონული ტენდერის საშუალებით, ვინაიდან საჭიროა სააგენტოს მიერ საქართველოს მთავრობის განკარგულების დროულად შესრულება და ელექტრონული ტენდერის პროცედურებით აღნიშნული მომსახურების შესყიდვისათვის შეზღუდულია ვადები. აქვე გაცნობებთ, რომ 2022 წლის 15 ივლსიდან სააგენტომ განახორციელა გამარტივებული შესყიდვები გადაუდებელი აუცილებლობით 1 596 600 (ერთი მილიონ ხუთასოთხმოცდათექვსმეტი ათას ექვსასი) ლარის ფარგლებში, რომლის მომსახურების გაწევის ვადად განსაზღვრულია 2022 წლის 18 ივლისიდან 2022 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით პერიოდი. მოცემულ ეტაპზე სააგენტოსთვის შეუძლებელია წინასწარ განსაზღვროს 2022 წლის 20 აგვისტოდან შემდგომ პერიოდში განკარგულების მოსარგებლე პირებისათვის საჭირო მომსახურება (საცხოვრისით უზრუნველყოფა, კვებით ან მის გარეშე), ვინაიდან აღნიშნული დამოკიდებულია ქვეყანაში შემოსულ იმ უკრაინელ პირთა რაოდენობაზე, რომლებიც მოითხოვენ სახელმწიფოს დახმარებას და შესყიდვის დაყოვნება გამოიწვევს უკრაინის მოქალაქეების საცხოვრებელი პირობების გარეშე დარჩენას. შესაბამისად, ვერ მოხდებოდა ელექტრონული ტენდერის პროცედურების დაგეგმვა და ტენდერის პროცედურებით მომსახურების შესყიდვა. ელექტრონული ტენდერის გამოცხადება დღეის მდგომარეობითაც შეუძლებელია, ვინაიდან, მიგვაჩნია რომ, ზემო აღნიშნული განაკრგულების ფარგლებში შესყიდული მომსახურება (განთავსება/კვება) უნდა გაგრძელდეს უწყვეტ რეჟიმში, რომ არ მოხდეს დაბინავებულ პირებზე განთავსება/კვების მიწოდების დაბრკოლება” – ნათქვამია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ასევე ნახეთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული, ბექა ჯაიანი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სრულად შერაცხადია

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის დასკვნაში სასამართლო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაკავებული სრულად შერაცხადია. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია