პოლიტიკა

პრინცმა ჩარლზმა ოსამა ბინ ლადენის ოჯახის წევრებისგან მილიონი ფუნტ სტერლინგი მიიღო

უელსის პრინცმა ჩარლზმა ოსამა ბინ ლადენის ოჯახის წევრებისგან ერთი მილიონი ფუნტ სტერლინგის მიღება დაადასტურა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.

„ბიბისის“ ცნობით, უელსის პრინცის საქველმოქმედო ფონდმა 2013 წელს, ბინ ლადენის მკვლელობიდან ორ წელიწადში „ალ ქაიდას“ ყოფილი ლიდერის ნახევარძმებისგან შემოწირულობა მიიღო. მოხსენების თანახმად, პრინც ჩარლზის საქველმოქმედო ფონდმა ფული მიიღო ბაკრ ბინ ლადენისგან, რომელიც საუდის არაბეთში მდიდრულ ოჯახს ხელმძღვანელობს და მისი ძმა შაფიქისგან.

ფონდში აცხადებენ, რომ ფულის მიღებით არც ერთი კანონი არ დარღვეულა.

ასევე ნახეთ

ლევან ხაბეიშვილი – პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი არის რუსთაველზე 28 აპრილს იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი არის რუსთაველზე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია