პოლიტიკა

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, 12 წლის მოზარდი კი მძიმედ დაშავდა

ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 12 წლის მოზარდი მძიმედ დაშავდა ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.

ავტომობილი ბებიასა და შვილიშვილს მაშინ დაეჯახა, როდესაც ისინი გზის სავალი ნაწილის გადაკვეთას ცდილობდნენ.

შეჯახების შედეგად, 60 წლამდე ასაკის ქალი ადგილზე დაიღუპა, ხოლო 12 წლის მოზარდი მძიმე დაზიანებებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

ექიმის თქმით, მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ასევე ნახეთ

სამოქალაქო აქტივისტს ნინო დათაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის მიმართ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ სამოქალაქო აქტივისტს, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია